იმერეთი. 25 ოქტომბერს, ზესტაფონის რაიონის #6 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „აქტიური მოქალაქეობა". ტრენინგს ესწრებოდნენ პროგრამის პარტნიორი სკოლების წარმომადგენლები. მსმენელები გაეცვნენ მოქალაქის სტატუსს და როლს, მოქალაქეობრივ უფლება-მოვალეობებს და პასუხისმგებლობებს, სამოქალაქო საზოგადოების როლს და ა.შ. მათ ასევე ტრენინგზე შეასრულეს პრაქტიკული სამუშაოები.
სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა საქართველოში ხორციელდება PH-International-ის მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით
სფერო: სამოქალაქო საზოგადოება,