თბილისი. 24 ოქტომბერს ქალთა საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით რადიო ,,მწვანე ტალღის” ღია ეთერში გავიდა პირველი გადაცემა ,,ქალი და პოლიტიკა”. გადაცემაში განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა საქართველოში ქალთა დაბალი პოლიტიკური მონაწილეობა, კვოტების შემოტანის აუცილებლობის საკითხი და გენდერული საბჭოს საქმიანობის მომავალი პრიორიტეტები და გეგმები.
გადაცემა „ქალი და პოლიტიკა" ნაწილია გადაცემათა ციკლისა „გენდერი და საზოგადოება" , რომელიც პროექტის „გაძლიერებული ქალები საჯარო ცხოვრებისათვის" ფარგლებში ხორციელდება და რომელიც დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ს საელჩოს დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში. გადაცემები ყოველ მეორე თხშაბათს, 19:00 საათზე გადის რადიო „მწვანე ტალღის" სიხშირეზე.