იმერეთი. 11 ოქტომბერს, ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა გოგონათა საერთაშორისო დღის კვირეულის ფარგლებში გამართა საინფორმაციო კამპანია - „დაინახე, გაიგე, დაარღვიე დუმილი!". საინფორმაციო კამპანიის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ინფორმირება გოგონების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ასევე მოსახლეობის ყურადღების გამახვილება გენდერული უთანასწორობის, გოგონათა განათლებაში ნოვატორული მიდგომების, ძალადობის და დისკრიმინაციის საკითხებზე. კამპანიაში ცენტრის 20 წევრი მონაწილეობდა. ცენტრის წევრებმა პლაკატები მოამზადეს და ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ფეხით მსვლელობა მოაწყვეს.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში