en
ge

დისკუსია ქალთა პრობლემებზე

სამცხე–ჯავახეთი. 26 ოქტომბერს ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა ქალთა პრობლემებზე სასაუბროდ დისკუსია გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ საზოგადოების წარმომადგენლები, სტუდენტები.
დოკუმენტური ფილმის „ქალები საქართველოდან” ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია. მსჯელობის საგანი გახდა ემიგრანტი ქალების სოციალურ-ეკონომიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა.  შეხვედრის მონაწილეებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები გაეროს ქალთა ფონდის სხდომაზე წარსადგენად. ღონისძიებაზე სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა გაეროს ქალთა ფონდის სამოქალაქო საზოგადოების მრჩეველთა საბჭოს წევრი, პროექტის – „ქალები ერთიანდებიან კონფლიქტებს მიღმა” ექსპერტი გულიკო ბექაური.
შეხვედრას საფუძვლად დაედო გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით საქართელოში ქალთა 35 % სახვადასხვა სახის ძალადობის მსხვერპლია, ხოლო 50% სიღარიბის ზღვარს მიღმაა, რაც განაპირობებს მათ მიგრაციას სხვადასხვა ქვეყნებში სამუშაოს საძებნელად.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)