კახეთი. სოფელ ნინოწმინდაში, 15 ოქტომბერს, სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღნიშნეს, რომლის ორგანიზატორი გაეროს განვითარების პროგრამაა (UNDP) საქართველოში.
ღონისძიებაში მონაწილეობა სათემო პროექტებში ჩართულმა ქალებმა, ფერმერმა ქალებმა, ასევე მთავრობის, პარლამენტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს. ღონისძიების პარალელურად გაიმართა ადგილობრივად წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.