en
ge

მონიტორინგის შედეგები

გურია. 25 ოქტომბერს „საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის" წარმომადგენლები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში იმყოფებოდნენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების თანახმად, თვეში ერთხელ, საკრებულოს დეპუტატები თავიანთ ამომრჩეველს სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში უნდა შეხვდნენ.
ეს შეხვედრა იმით არის გამორჩეული და მისაღები ამომრჩევლებისთვის, რომ მათ შეუძლიათ თავიანთი სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში დასვან ნებისმიერი საკითხი, თხოვნა თუ პრობლემა, აღნიშნული ყველა საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის წარმომადგენელმა ოქმში უნდა გაატროს.
მონიტორინგის მიზნით, სოფელ ჭანიეთში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები 13 საათზე იმყოფებოდნენ, ადმინისტრაციულ შენობაში არც საკრებულოს დეპუტატი და არც აპარატის წარმომადგენელი არ დახვდათ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)