en
ge

„ფემინიზმი და ქალთა უფლებები, მოძრაობა ნაპირიდან ცენტრისკენ”

აჭარა. 17 ოქტომბერს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, „ფემინიზმი და ქალთა უფლებები, მოძრაობა ნაპირიდან ცენტრისკენ" - ამ საკითხზე საჯარო ლექცია პროფესორმა ლელა გაფრინდაშვილმა წაიკითხა. მომხსენებელმა ყურადღება ისეთ თემებზე გაამახვილა, როგორიცაა თანამედროვე ფემინისტური აქტივიზმი საქართველოში, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის იდეა მართლმადიდებლურ თეოლოგიაში. საჯარო ლექციას შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი ქალთა და ფემინისტური პრობლემების შესახებ არა ერთი კვლევისა და სტატიის ავტორია.
საჯარო ლექციები ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ინიციატივითა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით 12 დეკემბრამდე გაგრძელდება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)