აჭარა. 22 ოქტომბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასამთავრობო ორგანიზაციამ „შშმ პირთა უფლებებისთვის" ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ პერფომანსი მოაწყო.
ამ ფორმით ორგანიზატორებმა ბოლო პერიოდში ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობის ფაქტები დაგმეს. ორგანიზაციის წევრებმა გენდერული პრობლემების მიზეზების გამოსაკვლევად ჩატარებული გამოკითხვის შედეგებზეც ისაუბრეს. გამოკითხულთა უმეტესობა ძალადობის მიზეზად კულტურას, ტრადიციებს, მენტალურ პრობლემებსა და ეკონომიკურ ფონს ასახელებს. ორგანიზაციის წევრები სახელმწიფოს მკვეთრი რეაგირების, სამართლებრივი პოლიტიკის გადახედვის, დროული გამოძიებისა და ადრეულ ასაკში დაქორწინებული ოჯახებისათვის სპეციალური პროგრამის შემუშავებისკენ მოუწოდებენ. გამოკითხვაში მონაწილოება სულ 43 პირმა, მათ შორის 27 ქალმა და 16 მამაკაცმა მიიღო.