ევრაზიის თანამშრომლობის ქსელი აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ კავკასიაში, რუსეთში, ცენტრალურ აზიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედ რვა დამოუკიდებელ ფონდს აერთიანებს.
რეგისტრაცია გაიარა 2006 წელს და მასში გაერთიანებულია 26 არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა უშუალო საქმიანობა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება.
იგი დაარსდა 1998 წელს და მუშაობს შემდეგი მიმართულებით: სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა, გარემოსდაცვითი საკითხები. CENN–ის მუშაობის არეალი – სამხრეთ კავკასია.
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის 2011 წლის 29 აპრილს შეიქმნა და 40 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. კოალიციის მიზანია ადამიანის უფლებების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების, პროფესიული და ბიზნეს ასოციაციებისა და მედიის წარმომადგენლების ძალისხმევის გაერთიანება დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მართლმსაჯულების სისტემის შესაქმნელად.
კოალიციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია კვლევა და მონიტორინგი, სასამართლო სისტემის რეფორმებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება და ადვოკატირება და საჯარო დისკუსიების წარმართვა მართლმსაჯულების სისტემის მწვავე პრობლემებზე.
დაარსდა 2012 წელს და ამჟამად აერთიანებს 48 ორგანიზაციას. საქართველოს კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობისათვის არის თანასწორუფლებიანობის პრინციპზე დაფუძნებული, ბავშვებისა და ახალგაზრდების საკითხებზე ორიენტირებული საქართველოში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაერთიანება, რომლის მიზანია ქვეყანაში ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობის არსებული სისტემის განვითარება და მათი უფლებების დაცვის ხელშეწყობა.
კოალიცია აერთიანებს შეზღუდული შესაძლებლობის ყველა კატეგორიაზე მომუშავე ორგანიზაციებს, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და სამოქალაქო ინტერესების დაცვა; თანაბარი გარემო–პირობების შექმნის გზით ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურ პროცესებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობის ხელშეწყობა