en
ge

ბიზნეს ასოციაციები


                                                                                                                                                                                                                      უკან...

2024 წელი


2023 წელი

საქართველოს მარნები რუსული კანონის წინააღმდეგ – „საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატების მიერ ინიციირებული კანონპროექტი უკიდურესად დააზიანებს საქართველოში ღვინის სექტორს - მევენახეებს, ღვინის მწარმოებლებს, არასამეწარმეო ორგანიზაციებს, მათ შორის, ასოციაციებს, მეღვინეთა ასოციაციებსა და გილდიებს, რომლებიც ადვოკატირებენ დარგში მოქმედი სუბიექტების, განსაკუთრებით, მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების ინტერესებს, და/ან უზრუნველყოფენ მათი შესაძლებლობების გაძლიერებას. მოგახსენებთ, რომ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და სხვა საერთაშორისო მისიები და პროგრამები საქართველოში, ათწლეულების მანძილზე უძღვებოდნენ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების არაერთ მასშტაბურ, გარდამტეხ პროექტს და ერთგულად ემსახურებოდნენ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს“. სრულად... 

სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე ბიზნეს ასოციაციების ერთობლივი განცხადება – „ათეული წლებია რაც სწორედ დასავლელი პარტნიორების დაფინანსებით, სოფლის მეურნეობაში (და არა მარტო) ხორციელდება უამრავი მხარდამჭერი პროგრამა, რაც ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას და სიღარიბის დაძლევას ქვეყანაში. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საფრთხე შეექმნება არსებულ მხარდამჭერ პროგრამებსა თუ პროექტებს, რომლებიც მიმართულია სოფლად მცხოვრები ადამიანების, მათ შორის ფერმერების კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ, იქნება ეს ფინანსებზე წვდომის უზრუნველყოფითა თუ თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების გადაცემის გზით“. სრულად... 

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის განცხადება - „ამგვარი კანონპროექტების განხილვაც კი აზიანებს ქართული სახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯს და იწვევს დაძაბულობას ქვეყნის შიგნით. საქართველოს პარლამენტი დღეს აქტიურად უნდა თანამშრომლობდეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, სხვადასხვა დარგის პროფესიონალებთან, რათა გაგრძელდეს ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი რეფორმები და დროულად მოვახერხოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ, რომ რეალურად დავაღწიოთ თავი აგრესორი რუსეთის გავლენის სფეროს“. სრულად...

ბიზნეს ასოციაციების: საქართველოში აშშ–ის სავაჭრო პალატის, ევროკავშირი – საქართველოს ბიზნეს საბჭოს, ევროპული ბიზნეს ასოციაციის, გერმანული ბიზნეს ასოციაციი ერთობლივი; განცხადება კანონპროექტის შესახებ – ყოველივემ „შეიძლება ხელი შეუშალოს უცხოურ ინვესტიციებს. დარწმუნებულნი ვართ, კარგად აცნობიერებთ რა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უცხოურ ინვესტიციებსა და ცოდნას, რომელიც მათ მოჰყვება საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის. კანონები, რომლებიც ავიწროებენ უცხოელებს, დააბრკოლებენ ინვესტიციებს მაშინ, როდესაც ისინი ყველაზე მეტად გვჭირდება“. სრულად...

საქართველოს იურიდიულ ფირმების ასოციაციის განცხადება – „მოცემული კანონპროექტის ნებისმიერი ფორმით მიღება ეწინააღმდეგება ქვეყნის დასავლურ მისწრაფებებს, დემოკრატიულ პრინციპებს და არ გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციური პრინციპებიდან და საზოგადოებრივი საჭიროებებიდან“. სრულად...