2024 წელი
არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება – რუსულ კანონს არ დავემორჩილებით! სრულად...
არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდგომ, სრულად...
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება – "რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული", სრულად...
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება – „ხელისუფლების ძალადობა ვერ შეაჩერებს ქართველ ხალხს“, სრულად...
ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს, სრულად...
არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი შეფასება 30–1 აპრილის აქციების შესახებ. სრულად...
სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი განცხადება. სრულად...
რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები აჩერებენ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას. სრულად...
არასამთავრობოების მიმართვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს. სრულად...
არასამთავრობო სექტორის მიმართვა საჯარო მოხელეებს. „საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს“. სრულად...
არასამთარობოები თბილისის მერის განცხადებას ეხმაურებიან „ხელისუფლების ანტიევროპული განცხადებები ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება“. სრულად...
საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი სათემო ორგანიზაციების განცხადება. სრულად...
სომხური სამოქალაქო საზოგადოება რუსულ კანონს ეხმაურება და ქართულ საზოგადოებას სოლიდარობას უცხადებს. სრულად...
მემკვიდრეობის პლატფორმის წევრი ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ: „ჩვენ, როგორც სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ვეწინააღმდეგებით ამ კანონით სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობის დისკრედიტაციას“. სრულად...
ღირსეული შრომის პლატფორმა: „შემოთავაზებული კანონპროექტი ხელისუფლების მხრიდან აშკარაა მცდელობაა, გააკონტროლოს და იარლიყი მიაკრას დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და მედიას“. სრულად...
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავს:"შეაჩეროს განხილვის პროცესი და მოახდინოს მისი უკან გაწვევა. მივმართავთ საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს, გამოავლინოს პირადი პასუხისმგებლობა და არ დაიშუროს ძალისხმევა ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული კურსის შესანარჩუნებლად". სრულად...
არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება: „ჩვენ, ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ხელისუფლების მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონს. „ქართული ოცნების“ მიერ საკუთარი სიტყვის გატეხვა და ხალხის მოტყუება მიმართულია არა მხოლოდ ქართული მედიისა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, არამედ თითოეული მოქალაქისა და საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ“. სრულად...
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება: „“რუსული კანონის” ავტორი პარტიის წარმომადგენლები ათწლეულების განმავლობაში საქმიანობდნენ აშშ-ს და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებში. დღეს ისინი აცხადებენ, რომ ის ორგანიზაციები, რომლებსაც წლების განმავლობაში თავად წარმოადგენდნენ, უცხო სახელმწიფოების ინტერესებით მოქმედებენ და საფრთხეს წარმოადგენენ საქართველოსთვის. შესაბამისად, მოვუწოდებთ მათ, ქართველ ხალხს საჯაროდ აუხსნან, ვინმე ავალებდათ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას და თუ კი, დაასახელონ კონკრეტული შემთხვევები“. სრულად...
მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი (EECMD) განცხადებას ავრცელებს – „(რუსულ კანონის) ხელახლა შემოტანა ხალხის მოტყუება და სიტყვის გატეხაა. კანონის ამოქმედება მოსპობს დამოუკიდებელ არასამთავრობო, მედია და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს საქართველოში“. სრულად...
აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმა, რომელიც 200–მდე ორგანიზაციას აერთიანებს, მიმართვას ავრცელებს – "ვეწინააღმდეგებით ანტიევროპულ რუსულ ნაბიჯებს". სრულად...
2023 წელი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანოპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით – „პარლამენტმა დაუყოვნებლივ გამართოს პლენარული სხდომა, სადაც რუსულ კანონს კვლავ უყრის კენჭს და მას ოფიციალურად ჩააგდებს“. სრულად...
ეროვნული პლატფორმა – „მივმართავთ უმრავლესობას, რეგლამენტით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, უმოკლეს ვადებში მოახდინოს კანონპროექტზე უარის თქმის გადაწყვეტილების რეალიზება და სრულად გააუქმოს ეს ინიციატივა“. სრულად...
საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების განცხადება – „მიგვაჩნია, რომ ამ რუსული კანონის მიღების მცდელობა მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ“. სრულად...
ეროვნულ პლატფორმაში გაერთიანებული სსო–ების განცხადება – „ ინიცირებული კანონპროექტი ანტიდემოკრატიულია, ანტიკონსტიტუციურია, ზღუდავს ადამიანის უფლებებს, დისკრიმინაციულია საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის მიმართ. კანონპროექტი სრულად ეწინააღმდეგება ევროპული კანონმდებლობის პრინციპებსა და სულისკვეთებას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის კონსტიტუციაში დაფიქსირებული ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს". სრულად...
საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციების განცხადება – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის შესახებ – „საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციები მკაცრად ვგმობთ და ვეწინააღმდეგებით საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონის პროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ვთვლით, რომ აღნიშნული კანონის მიღება მნიშვნელოვნად დააზიანებს ადამიანის უფლებების, თავისუფლებებისა და საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების კონსტიტუციაში გაცხადებულ კურსს“. სრულად...
საქართველოს პროგრესული ფორუმი – „ გამოვხატავთ ჩვენს უკიდურესად ნეგატიურ დამოკიდებულებას პარლამენტში ინიცირებული „უცხო ქვეყნის აგენტის“ კანოპროექტის მიმართ. მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებს და მისი არათუ მიღება, არამედ განხილვაც კი გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, აზიანებს ქვეყნის რეპუტაციასა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს“. სრულად...
საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის განცხადება – „დედებს, ვინც წლებია ვიბრძვით ჩვენი შვილების უფლებებისთვის, ამ კანონის საფუძველზე უცხო ქვეყნის აგენტებად გამოგვავლენთ და პირველ რიგში ჩვენი და ჩვენი შვილების ღირსებას შელახავთ.... მოგვეცით საშუალება, ვიშრომოთ მშვიდად და ვაკეთოთ ჩვენი საქმე, რომელიც რეალურად სახელმწიფოს მოსაგვარებელია“. სრულად...
გურიაში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადება –„წარმოდგენილი, რუსეთის გამოცდილებაზე დაფუძნებული კანონპროექტი, ... მიმართულია არა მხოლოდ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, არამედ მთლიანად მოსახლეობის წინააღმდეგ და მეტიც, ის პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას“. სრულად...
სამცხე–ჯავახეთში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადება – „კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც წარმოადგენს მიზანმიმართულ საბოტაჟს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“. სრულად...
აჭარაში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ჟურნალისტების და აქტივისტების ერთობლივი განცხადება – „ეს კანონი შეეხება აბსოლუტურად ყველას, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ ყველა მიმართულებით, ეს იქნებიან ბავშვები, ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მეცნიერები, დევნილები, უკანონოდ გათავისუფლებული ადამიანები, უსახლკაროები, მოხუცები, მაღალმთიან რეგიონებში მაცხოვრებლები, სტუდენტები და სხვა ბევრი. მათი პრობლემების გამხმოვანებლები კი დიდწილად დამოუკიდებელი მედიასაშუალებები არიან, რომლებიც ასევე დონორების დაფინანსებით ახერხებენ მუშაობას. თუ ამ ქვეყანაში რამე კარგი კეთდება, ეს მხოლოდ უცხოური ფონდების და დაფინანსების დახმარებით.“ სრულად...
სამეგრელო ზემო-სვანეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების და სამოქალაქო აქტივისტების განცხადება – „რუსული კანონი მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერებას, რაც პირველ რიგში დააზარალებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს, ქალებს, უმცირესობებს, ახალგაზრდებს, ფერმერებს, სოციალურად დაუცველებს, დევნილ, უსახლკარო... სწორედ საზოგადოებრივი ორგანიზაციები არიან იმ ძირითადი სერვისების მიმწოდებლები... ევროპის მხარდაჭერისა და დასავლეთიდან მიღებული დაფინანსებების გარეშე ვერ აშენდებოდა სკოლები, ბაღები, საექიმო ამბულატორიები, ვერ დაიგებოდა გზები, ვერ მოეწყობოდა წყალმომარაგების სისტემები, ვერ განხორციელდებოდა ფერმერთა თუ მეწარმეთა მხარდამჭერი პროექტები და მრავალი სხვა“. სრულად...
საერთო–სამოქალაქო მოძრაობის „მრავალეროვანი საქართველოს“ განცხადება – „ჩვენთვის, ეთნიკურ უმცირესობათა საკითხებზე მომუშავე ქოლგა ორგანიზაციისთვის, რომელიც 56 სათემო ორგანიზაციას აერთიანებს, მსგავსი კანონის მიღება კატეგორიულად მიუღებელია. ეთნიკურ უმცირესობათა სათემო ორგანიზაციების დიდი უმრავლესობის საქმიანობა, რომელიც უპირატესად კულტურული ღონისძიებებით შემოიფარგლება, დიდწილად დამოკიდებულია სხვა ქვეყნების დაფინანსებაზე, რაც მათ კანონის მიღების შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტებად აქცევს“. სრულად...
შიდა ქართლის საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა – „ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მოქალაქეები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ინიცირებულ კანონპროექტს “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ, რადგან ის ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას განვითარების შესაძლებლობას ართმევს“. სრულად...
კახეთში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა – „ საზოგადოებრივი ორგანიზაციები არიან იმ ძირითადი სერვისების მიმწოდებლები, რაც ჩვენს თანამოქალაქეებს აძლევს ყოფით პრობლემებთან გამკლავების საშუალებას. ევროპის მხარდაჭერისა და დასავლეთიდან მიღებული დაფინანსებების გარეშე ვერ აშენდებოდა სკოლები, ბაღები, საექიმო ამბულატორიები, ვერ დაიგებოდა გზები, ვერ მოეწყობოდა წყალმომარაგების სისტემები, ვერ განხორციელდებოდა ფერმერთა თუ მეწარმეთა მხარდამჭერი პროექტები და მრავალი სხვა“. სრულად...
ქვემო ქართლში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადება – „ გვინდა გავაგრძელოთ საზოგადოების სამსახურში ყოფნა. გვინდა რაც შეიძლება მეტი ადამიანის ცხოვრება შევცვალოთ უკეთესობისკენ. კანონპროექტები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მიდგომებს იზიარებს, ჩვენს ქვეყანას განვითარების შესაძლებლობას ართმევს“. სრულად...
მემკვიდრეობის პლატფორმაში შემავალი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც კულტურული მემკვიდროების შენარჩუნება–აღდგენის მიმართულებით მუშაობენ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ – „მიგვაჩნია, რომ მსგავსი კანონის ინიცირება და განხილვა დიკსრედიტაციას უწევს დამფინანსებელ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც, თავის მხრივ, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების გადასახადების დახმარებით ზრუნავენ ჩვენს ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე. კანონი ლახავს ჩვენს პირად და პროფესიულ ღირსებას, რომლის დაცვაც კონსტიტუციით გვაქვს მონიჭებული. გარდა ამისა, გვეზღუდება კონსტიტუციით მონიჭებული უფლება: დავიცვათ კულტურული მემკვიდრეობა“. სრულად...
კავკასიის გარემოსდაცვითიარასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი – " შემოთავაზებული ‘უცხოური აგენტების კანონი’ სერიოზულ საფრთხეს უქმნის სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიას და საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს.". სრულად...
მოძრაობა „ხმა“ – „კანონპროექტი მიზანში იღებს ყველა არასამეწარმეო იურიდიულ პირს, რომელიც დაფინანსების ნაწილს უცხოეთიდან იღებს“. სრულად...
ქალთა და გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე ორგანიზაციების განცხადება – „ყველა ეს მიღწევა და ყველა აგური, რომელიც დაიდო გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების გზაზე, ფუჭად ჩაივლის, თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს ინიცირებულ რუსულ კანონს“. სრულად...
მედია
მედიაორგანიზაციების განცხადება – „მიგვაჩნია, რომ ამ კანონის მიზანია, აღარ ისმოდეს კრიტიკული ხმა, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე“. სრულად...