en
ge

პროფკავშირები, სხვა გაერთიანებები და მოძრაობები

                                                                                                                                                                                        უკან

2024

60 ქართველი დიპლომატის განცხადება. სრულად...

ბრიტანეთის მთავრობის პროგრამის სტიპენდიანტები რუსული კანონის წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებენ. სრულად...

კულტურისა და ხელოსნების სფეროს წარმომადგენელთა განცხადება – „არა რუსულ კანონს! ეს ქვეყანა ჩვენია!“. სრულად...

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულებმა რუსული კანონის წინააღმდეგ პეტიცია შექმნას. სრულად...

სახალხო დამცველის გამოხმაურება. სრულად...

თსუ-ის სტუდენტები: მოვუწოდებთ პარლამენტს, უარი თქვას ერთხელ უკვე უკუგდებულ კანონზე. სრულად...

მეცნიერებისა და პროფესორების ერთობლივი განცხადება: „მოგმართავთ მმართველ გუნდს, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაიწვიოთ ეს სრულიად დამღუპველი და ქართველი ერის შეურაცხმყოფელი ე.წ. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის შესახებ კანონი" სრულად...

სახალხო დამცველის განცხადება:პარლამენტმა არ უნდა მიიღოს არც ერთი სამართლებრივი აქტი, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საქართველოს კონსტიტუციური მისწრაფების აღსრულებას“. სრულად...

მწერლების და გამომცემლების ერთობლივი განცხადება: „ამ ნაბიჯით საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ნებით დეკლარირებულად ამბობს უარს მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად ისარგებლოს ევროკავშირის გაფართოების ისტორიული შესაძლებლობით.“ სრულად... 

2023

პროფკავშირები                                                                                                                                                                                                                  

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების განცხადება – „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროოექტები ანტიდემოკრატიულია და არ შეესაბამება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის პრიორიტეტებს“. სრულად... 

მშრომელები „აგენტების შესახებ“ კანონპროექტების წინააღმდეგ – „გამოვხატავთ პროტესტსა და შეშფოთებას ამ კანონპროექტების შინაარსის გამო, რადგან ისინი გვართმევენ, ჩვენი პარტნიორების მიერ შექმნილ შრომის უფლების საბაზისო დაცვის მექანიზმებს. ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების გაფრთხილებით, ეს კანონი გვაკარგვინებს ევროპულ პერსპერქტივას, რომელიც გრძელ ვადაში, მშრომელის კეთილდღეობისა და სოციალური დაცულობის მძლავრი მექანიზმი უნდა გახდეს“. სრულად...

სხვა გაერთიანებები და მოძრაობები

სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორების მიმართვა – „"დღეს, როცა საქართველო ელოდება ისტორიულ გადაწყვეტილებას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ, რუსული კანონის მიღება უკვე მუშაობს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, საფრთხეს უქმნის ქართველი ერის მრავალსაუკუნოვან მისწრაფებას - გახდეს ევროპული ქვეყანა“. სრული... 

ერასმუსის სამაგისტრო და გაცვლითი პროგრამების სტუდენტების, კურსდამთავრებულების მიმართვა – „როდესაც შესაძლებლობის ფანჯარა ისევ ღიაა საქართველოსთვის და ევროპის კავშირი ჩვენგან ელოდება 12 რეკომენდაციის შესრულებას კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, აღნიშნული კანონპროექტების არათუ მიღება, განხილვაც კი აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, პროდასავლურ მისწრაფებებსა და საქართველოს ურთიერთობებს მის სტრატეგიულ პარტნიორებთან – ევროპის კავშირთან და აშშ–სთან“. სრულად...

სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ერთობლივი განცხადება – „ჩვენი ორგანიზაციების მაგალითზე შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ წლების განმავლობაში სწორედ განვითარებული სახელმწიფოების ფინანსური მხარდაჭერით შევძელით საქართველოს თითქმის ყველა უმაღლეს სასწავლებელში და სკოლაში სამოქალაქო განათლების კურსის დანერგვა, არაერთი სახელმძღვანელოს და პუბლიკაციის შექმნა, ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზება, ათასობით სტუდენტს და მოსწავლეს მივეცით შესაძლებლობა უკეთ გაეაზრებინა დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები, ადამიანის უფლებების მნიშვნელობა, არჩევნებში მონაწილეობის აუცილებლობა, აქტიური მოქალაქის როლი და სხვადასხვა აქტივობებით საკუთარი წვლილი შეეტანა არაერთი საზოგადოებრივი პრობლემის გადაჭრაში. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ჩვენი საქმიანობა წარმოადგენს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დონის საქმეს და არ მივიჩნევთ თავს უცხოური ძალის აგენტებად“. სრულად...

საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების ეროვნული წარმომადგენლობის (ICON•S საქართველოს) განცხადება – „გამოვხატავთ ჩვენს მკვეთრად უარყოფით პოზიციას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტების საკანონმდებლო ინიციატივების თაობაზე და მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს მხარი არ დაუჭირონ მათ. უცხოური გამოცდილებისა და ქართული კონტექსტის გათვალისწინებით, ორივე ეს ინიციატივა და რომელიმე მათგანის კანონად მიღება, საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას. საქართველოში არ არსებობს აუცილებლობა, რომელსაც ემსახურება ეს კანონპროექტები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობა ამ კანონების გარეშეც სრულად უზრუნველყოფილია არსებული კანონმდებლობით“. სრულად... 

მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს მასწავლებლების განცხადება – „მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი არ ემსახურება საქართველოს მოსახლეობის საჭიროებებს და ზიანს მოუტანს მის უდიდეს უმრავლესობას. რაც მთავარია, მისი განხილვაც კი, საფრთხეს უქმნის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ავტორებს გაიწვიონ აღნიშნული კანონპროექტი; მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტსა და მმართველ პარტიას, არ დაუჭირონ მხარი აღნიშნულ კანონპროექტს“. სრულად...

საუნივერსიტეტო საზოგადოების განცხადება – „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის ამოქმედება გადაულახავ წინააღმდეგობებს გააჩენს არა მხოლოდ ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში საქართველოს სრულად ჩართვის პროცესში, არამედ შეუძლებელს გახდის ამ მხრივ მიღწეულის შენარჩუნებასაც“. სრულად... 

სათეატრო სფერო წარმომადგენელთა განცხადება – „მიგვაჩნია, რომ ამ კანონის არათუ მიღება, არამედ ინიციირებაც კი შეურაცხმყოფელია საქართველოს მოქალაქეებისათვის, ქართული კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლებისათვის. ... მძიმე ისტორიული გამოცდილება და საქართველოს კონსტიტუციით გამყარებული ევროპული ღირებულებებისკენ სწრაფვა გვავალდებულებს გამოვხატოთ ჩვენი ნეგატიური დამოკიდებულება აღნიშნული კანონპროექტის მიმართ და მოვუწოდოთ ინიციატორებს მისი გამოწვევისაკენ. სრულად... 

აშშ–ის მთავრობის გაცვლითი პროგრამების მონაწილეთა ასოციაციის განცხადება – „მიგვაჩნია, რომ ისინი (კანონპროექტები) ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. ... კანონპროექტები ახალისებს საზოგადოების კონკრეტული ჯგუფების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზაციას და აკნინებს მათ წვლილს სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში, რადგან მსგავსი ორგანიზაციების უმეტესობა, სწორედ სხვადასხვა უცხო ქვეყნისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციის ფინანსური დახმარებით ახორციელებს ქვეყნისთვის სასიკეთო, ხშირად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმიანობა“. სრულად...

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის მოქმედი და ყოფილი წარმომადგენლების ერთობლივი განცხადება – „აღნიშნული კანონპროექტის განხილვა და მისი შესაძლო მიღება უკიდურესად დააზიანებს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს, მის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპული ინტეგრაციის პროცესს. ... საქართველოში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ფასდაუდებელ საქმეს აკეთებენ ქვეყნისთვის, მისი მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის. ეს ყოველივე კი სწორედ დასავლეთის მხარდაჭერით ხორციელდება. ამიტომ, დაუშვებელი და მიუღებელია სამოქალაქო საზოგადოების და დონორების ნებისმიერი ფორმით სტიგმატიზება, დისკრედიტაცია და მათთვის გაუმართლებელი შეზღუდვების დაწესება“. სრულად...

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოები – „გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს პარლამენტში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს მთელი სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციასა და მისთვის მტრული გარემოს შექმნას.წარმოდგენილი კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეების მიერ გამოხატულ ურყევ ნებას, საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებულ მიზნებს და ადამიანის უფლებებს. მისი მიღება იქნება საგანგაშო და დამანგრეველი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის“. სრულად... 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის განცხადება – „მიგვაჩნია, რომ კანონპროექტის შინაარსი, მისი ინიცირების დრო და განხილვის კონფრონტაციული ფონი შეიცავს რისკებს პოლარიზაციის გაღრმავების, სოციალური დაპირისპირებისა და დემოკრატიული პროცესების შესუსტების თვალსაზრისით, რამაც საერთო ჯამში შესაძლოა ზიანი მიაყენოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს“. სრულად...

საქართველოს კულტურის წარმომადგენლები –"აღნიშნული კანონის მიღებით, საქართველოს პარლამენტი სამუდამოდ უსპობს ჩვენს ქვეყანას ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივას და მიმართულია თავისუფალი სიტყვის, გამოხატვის თავისუფლებისა და ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ". სრულად...

„მწერალთა სახლის" განცხადება – დაუშვებელია საქართველოში უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღება "და ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, მედიისა და საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლებისთვის ამ შეურაცხმყოფელი დამღის დადება. საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული მწერლების მუზეუმზე მუშაობისას, ვერასოდეს ვიფიქრებდით, რომ უკვე ისტორიად ქცეული მასალა ასე ცხადად დაუკავშირდებოდა დღევანდელობას. საგულისხმოა, რომ ჩვენი მუზეუმი, ისევე როგორც ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო მრავალი პროექტი, იუნესკოს "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" მხარდაჭერით და აშშ-ის საელჩოს გრანტითაა შექმნილი“. სრულად...

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი და მისი ორგანიზატორი - ა(ა)იპ კინოხელოვნების ცენტრი პრომეთე განცხადება – „ჩვენ ვთვლით, რომ ეს კანონი მიმართულია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, განათლების, მეცნიერების, კულტურის განვითარების წინააღმდეგ, ზოგადად დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ და მკვეთრად ანტიდასავლურ ხასიათს ატარებს. ამ კანონის მიღება ქვეყანას დაანგრევს, საბოლოოდ ჩამოაშორებს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, დაცულობისკენ მიმავალ გზას და ქვეყანას იზოლაციაში მოაქცევს, გადააქცევს რა მას ავტორიტარულ სახელმწიფოდ და რუსეთის სატელიტად. საქართველო დაკარგავს დამოუკიდებლობას“. სრულად...