მთავარი გვერდი
თუ სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა მოიცავს როგორც სარეგისტრაციო დოკუმენტების შინაარსობრივ ცვლილებას, ისე ელექტრონული მისამართის შექმნას, მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს:
- უფლებამოსილი პირის განცხადება სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის მოთხოვნით (სუბიექტის სურვილის შემთხვევაში, თუ რეესტრში სარეგისტრაციო განცხადება წარდგენილია უშუალოდ სუბიექტის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ, ელექტრონული მისამართის შექმნის მიზნით, მობილური ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი შეიძლება მიეთითოს სარეგისტრაციო გაცხადებაში ნაცვლად სადამფუძნებლო შეთანხმებისა);
- სუბიექტის უფლებამოსილი ორგანოს/პირის სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება (მაგალითად: წევრთა კრების ოქმი, გამგეობის ოქმი და სხვა) სადამფუძნებლო შეთანხმებაში/წესდებაში ცვლილებების შეტანის და კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის შესახებ (შედგენილი უნდა იქნეს რეგისტრირებული წესდების მოთხოვნათა შესაბამისად და ხელმოწერილი უნდა იქნეს რეგისტრირებული წესდებით განსაზღვრული პირების მიერ);
- სუბიექტის სადამფუძნებლო შეთანხმების/წესდების კონსოლიდირებული ტექსტი მატერიალური და ელექტრონული ფორმით, რომელიც მოიცავს კანონით გათვალისწინებულ სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემებს (თუ სადამფუძნებლო შეთანხმებით/წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული იგი ხელმოწერილი შეიძლება იყოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ);
- უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
თუ სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა მათ შორის მოიცავს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის უფლებამოსილების ვადის ცვლილებას და აქედან გამომდინარე ამ პირის ხელახლა არჩევას/დანიშვნას, მარეგისტრირებელ ორგანოს დამატებით უნდა წარედგინოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის თანხმობა აღნიშნული ფუნქციის შესრულებაზე. ამასთან, ამ პირის თანხმობის დოკუმენტის წარდგენა არ არის აუცილებელი, თუ მისი ეს ნება უკვე გამოხატულია სარეგისტრაციოდ წარდგენილ სხვა დოკუმენტებში (მაგ: ოქმი, სადამფუძნებლო შეთანხმება და სხვა).
თუ სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა მათ შორის მოიცავს იურიდიული მისამართის შეცვლას, მარეგისტრირებელ ორგანოს დამატებით უნდა წარედგინოს უძრავი ნივთის მესაკუთრის სათანადო ფორმით შედგენილი და დამოწმებული თანხმობა ან უძრავ ნივთზე დაინტერესებული პირის სარგებლობის უფლების დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი დოკუმენტი.