en
ge

სად შეიძლება სუბიექტის სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის დოკუმენტების დამოწმება და წარდგენა?

მთავარი გვერდი

სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტების დამოწმება შეიძლება მოხდეს სანოტარო წესით ან უშუალოდ მარეგისტრირებელი ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ. ამასთან, დოკუმენტების ზემოთ მოცემული წესით დამოწმება არ არის საჭირო, თუ დოკუმენტები წარდგენილია ელექტრონული სახით (ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის my.gov.ge-ს მეშვეობით) და მათზე ხელმოწერა შესრულებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სახით („ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად).

განცხადება და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში, იუსტიციის სახლებში, სხვა ავტორიზებულ პირებთან (ნოტარიუსები და სხვა) პირადად ან ელექტრონულად (ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის - my.gov.ge-ს მეშვეობით).