en
ge

როგორ ხდება პორტალზე ელექტრონული მისამართის შექმნა და რა არის ამისთვის წარსადგენი?

მთავარი გვერდი

2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის - ელექტრონული მისამართის შექმნა და აქტივაცია შეიძლება განხორციელდება როგორც რეგისტრირებული მონაცემების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფასთან ერთად, ისე დამოუკიდებლად ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში.

ელექტრონული პორტალის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მართვასა და კანონით განსაზღვრული სავალდებულო მონაცემების გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელია სუბიექტის მხოლოდ ერთი ხელმძღვანელი პირი. თუ სუბიექტს ჰყავს ერთზე მეტი ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი, უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირი განისაზღვრება სუბიექტის უფლებამოსილ პირთა გადაწყვეტილებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი პირი განსაზღვრულია სადამფუძნებლო შეთანხმებით. 

ელექტრონული მისამართის შექმნისთვის სავალდებულოა სადამფუძნებლო შეთანხმებაში მიეთითოს სუბიექტის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი. სადამფუძნებლო შეთანხმებაში მობილური ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითება არ არის სავალდებულო, თუ სააგენტოში სარეგისტრაციო განცხადება წარდგენილია უშუალოდ სუბიექტის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ. ამ შემთხვევაში მობილური ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი მიეთითება სარეგისტრაციო განცხადებაში. აღნიშნული მონაცემები არ არის საჯარო. დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ მონაცემების საჯაროობა და ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნება. 

თუ ელექტრონული მისამართის შექმნა ხდება სარეგისტრაციო მონაცემების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფასთან ერთად, ელექტრონული მისამართის შექმნა ხდება ამ ცვლილებების რეგისტრაციის თანადროულად. შესაბამისად წარსადგენი იქნება შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის საჭირო დოკუმენტები (უფლებამოსილ პირთა გადაწყვეტილება/ოქმი შესაბამისობის უზრუნველყოფასა და ცვლილებების განხორციელებაზე, სადამფუძნებლო შეთანხმების/წესდების კონსოლიდირებული ტექსტი). ხოლო, თუ ელექტრონული მისამართის შექმნა ხდება დამოუკიდებლად, წარსადგენი იქნება ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი შესაბამისი პირის განცხადება ელექტრონული მისამართის შექმნის შესახებ.