en
ge

რომელ სუბიექტებს ეხება სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა?

მთავარი გვერდი

რომელ სუბიექტებს ეხება სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა? სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისად შექმნილ სამეწარმეო სუბიექტებთან ერთად, ასევე ევალება იმ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფილიალებს, რომელთაც რეგისტრაცია გაიარეს 2022 წლის 1 იანვრამდე. ამ თარიღიდან რეგისტრირებული სუბიექტების რეგისტრაცია ისედაც მოხდა ახალი კანონმდებლობის მოთხოვნებით, აქედან გამომდინარე 2022 წლის 1 იანვრიდან რეგისტრირებულ სუბიექტებს შესაბამისობის პროცედურების გავლა აღარ მოუწევთ.