"ევროპის ფონდი" განაგრძობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო-ების) საგრანტო მხარდაჭერას სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების ინიციატივების განსახორციელებლად და გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშესაწყობად. აღნიშნული მიზნით, "ევროპის ფონდი", პროგრამის "თანამონაწილეობა და მონიტორინგი ცვლილებებისათვის" ფარგლებში, იწვევს საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ სსო-ებს საპროექტო განაცხადების წარმოსადგენად. საგრანტო კონკურსის მიზანია ადგილობრივ დონეზე პოლიტიკური და ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სათემო ჯგუფების, სსოე-ბისა და მედია საშუალებების ინფორმირებული მონაწილეობის გაზრდა სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების, სახელმწიფო რეფორმების მონიტორინგისა და შეფასების წახალისების, საჯარო დისკუსიებისა და სექტორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით.
წყარო: jobs.ge