"ვორლდ ვიჟენის" ფილიალს საქართველოში დაგეგმილი აქვს მცირე მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება თბილისში, იმერეთში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში. დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი წინასწარი კვალიფიკაციის დოკუმენტაცია, რათა შემდგომ ეტაპზე მიიღონ მონაწილეობა სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერებში. წინასწარ კვალიფიცირებული კომპანიები შეირჩევიან 2 წლის ვადით და მხოლოდ ისინი მიიღებენ სატენდერო წინადადების მოთხოვნებსა თუ სამუშაოთა ჩამონათვალს განსაფასებლად.
წყარო: jobs.ge