მწვანე აკადემია კვლევების საშუალებას აძლევს იმ ახალგაზრდა მეცნიერებს, რომლებსაც საქართველოში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ-გარემოსდაცვით საკითხებზე ჩაღრმავებულად მუშაობის სურვილი აქვთ.
ეს ინიციატივა:
- შექმნის კრიტიკულ თეორიულ და ემპირიულ მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია მიმდინარე მწვანე და მემარცხენე დისკუსიების შესავსებად და გასაძლიერებლად;
- გააძლიერებს და ერთმანეთთან დაკავშირებს პოლიტ-ეკონომიის, პოლიტიკური სოციოლოგიის და პოლიტიკური ეკოლოგიის დისციპლინებს; გაზრდის ახალგაზრდა მეცნიერების ინტერესს ამ დისციპლინების მიმართ;
- ხელს შეუწყობს სასურველი და რეალისტური ალტერნატივების გაჩენას, რეგიონში არსებულ ექსპლოატატორულ და ნეოლიბერალურ პოლიტიკაზე დაფუძნებული სტრუქტურების დასაძლევად;
- ხელს შეუწყობს აკადემიას, ახალგაზრდა მეცნიერებსა და „პოლიტიკურ აქტივისტებს" შორის ხიდების გადებას, რაც მწვანე აკადემიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია.
წყარო:ge.boell.org