„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი" იწვევს უფლებადამცველებს გადაწვის საწინააღმდეგო ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.
გადაწვის საწინააღმდეგო ტრენინგი საქართველოში ჩატარდება უფლებადამცველებისთვის, რომლებიც იცავენ ქალებისა და გოგონების უფლებებს და მათი საქმიანობიდან გამომდინარე განიცდიან ზეწოლასა (მათ შორის ფსიქოლოგიურს) და სტრესს. ტრენინგის მიზანია უფლებადამცველების განტვირთვა, მათი მხარდაჭერა, რათა მოახერხონ ენერგიის განახლება, გაძლიერება და საქმიანობის გაგრძელება.
წყარო: hrht.ge