en
ge

მიწვევა "კომუნიკათონზე"

Democracy Reporting International Georgia ForSet და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, კომუნიკაციის სპეციალისტებს, დიზაინერებს, დეველოპერებს, პოლიტიკის ან საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებს, სტუდენტებსა და, უბრალოდ, პოლარიზაციის საკითხით დაინტერესებულ პირებს "კომუნიკათონზე" იწვევენ.
"კომუნიკათონის" მონაწილეებს საშუალება ექნებათ, წარმოადგინონ თავიანთი ან მათი გუნდის ინოვაციური იდეები უკიდურესად გახლეჩილი საზოგადოების პრობლემასთან საბრძოლველად; მიიღონ მენტორების დახმარება, შექმნან ციფრული პროდუქტი (ვებ ან მობილური აპლიკაცია, თამაში, ქვიზი, ვიდეო, სხვ.) და მოიგონ თანხა ამ პროდუქტის სრულყოფისთვის. საპრიზო ფონდი 3000 ევროს შეადგენს. პირველ ადგილზე გასული გუნდი, დამატებით, სასწავლო ვიზიტით ბერლინში გაემგზავრება.
წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში