ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის "სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში” ფარგლებში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი აცხადებს რიგით მეორე საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში. საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, ახალქალაქის განვითარების ჯგუფის მიერ შემუშავებული, 2018 – 2020 წწ. ადგილობრივი განვითარების სტრატეგიით განსაზღვრული ამოცანებისა და პრიორიტეტების შესაბამისად.
წყარო: http://enpard.ge