en
ge

ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვა 2018

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: ქალთა ფონდი საქართველოში
  • დაწყების თარიღი: 04.12.2018
  • ბოლო ვადა: 27.12.2018
  • ბმული: http://womenfundgeorgia.org/ka/WhatWeDo/Grantmaking/3448
ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვა," რომლის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი ღია საზოგადოების ინსტიტუტი (Foundation Open Society Institute).
საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომელიც მიმართულია ქალთა გაძლიერებაზე, მათი ცოდნისა და უნარების ამაღლებაზე სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე, ამ საკითხების მიმართ არსებული პოლიტიკის, პრაქტიკების, შეხედულებებისა და დამოკიდებულებების შეცვლაზე, აგრეთვე, სექსუალურ უფლებებზე მომუშავე ქალი უფლებადამცველების ქსელური მუშაობის გაძლიერებასა და დაცვაზე.
წყარო: womenfundgeorgia.org