აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება აცხადებს 2019 წლის საგრანტო კონკურსს გაცვლითი პროგრამის მონაწილეთათვის (ალუმნებისთვის). პროგრამის დაფინანსების შემთხვევაში, აშშ-ის საელჩო ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამის მონაწილეებს სხვადასხვა აქტივობებისათვის.
გთხოვთ, განაცხადები გამოაგზავნოთ მითითებულ თარიღებამდე:
15 იანვარი, 2019
15 მაისი, 2019
პროგრამის აღწერა
პროგრამის ფარგლებში ალუმნებზე გაიცემა ინდივიდუალური გრანტები დემოკრატიის და დასავლური ინტეგრაციის ხელშეწყობის, ეკონომიკური ზრდისა და მეწარმეობის განვითარების მიმართულებით.
პროექტზე მოთხოვნილი მაქსიმალური თანხა შეადგენს 24,000 აშშ დოლარს. საპროექტო განაცხადი უნდა იყოს მორგებული ადგილობრივი თემების რეალურ საჭიროებებზე და ჰქონდეს გაზომვადი შედეგები. პროგრამის ფარგლებში აპლიკანტებს შეუძლიათ ითანამშრომლონ შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის საჯარო და კერძო სექტორთან, და/ან ადგილობრივ ორგანიზაციებთან.
მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ან მაცხოვრებელ ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო და პროფესიული გაცვლითი პროგრამების მონაწილეებს.
პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობა არის ერთი წელი. სამშენებლო, სარემონტო და საქველმოქმედი პროექტები ამ პროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება. იმ შემთხვევაში, თუ გაცვლითი პროგრამის რამდენიმე მონაწილე გაერთიანდება საერთო პროექტის გარშემო, მოთხოვნილი თანხა მაინც არ უნდა აჭარბებდეს დასაშვებ 24,000 აშშ დოლარს. შემომტანი აპლიკანტი უნდა იყოს ინდივიდუალურად ალუმნი ან ალუმნების ჯგუფი, მაგრამ გამარჯვების შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეს პროექტის პარტნიორ ორგანიზაციასთან.
გრანტის ფარგლებში გამოცემული ყველა ბეჭდური თუ ვიზუალური მასალა წინასწარ უნდა შეთანხმდეს საელჩოს შესაბამის განყოფილებასთან.
წყარო: აშშ–ს საელჩო საქართველოში