en
ge

ტრენინგი – მედია აუდიტორიის ანალიზი და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები

ინტერნიუსი-საქართველო ცენტრალური და რეგიონული მედიის ჟურნალისტებს და მედიამენეჯერებს იწვევს მონაწილეობის მისაღებად ტრენინგში თემაზე "მედიააუდიტორიის ანალიზი და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.”
ტრენინგის მიზანია მედიასაშუალებებში ვებაუდიტორიის ანალიზის და მონაცემებზე დაფუძნებული სარედაქციო და ბიზნესმართვის პროცესების გაუმჯობესება. ტრენინგი 2018 წლის 22-23 დეკემბერს გაიმართება "ინტერნიუსი-საქართველოს” ოფისში (11, ანდრია აფაქიძის ქ., თბილისი, "ტიფლის ბიზნესცენტრი”, მე-8 სართ). ტრენინგს გაუძღვებიან სანდრო ასათიანი და ეკა ფირცხალავა. ინტერნიუსი-საქართველო რეგიონული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს სამოგზაურო ხარჯებს აუნაზღაურებს.
წყარო:media.ge