საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) მცირე გრანტების პროგრამის კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, იწვევს სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საბჭოების წევრ ორგანიზაციებს, საპროექტო წინადადების/კონცეფციის წარმოსადგენად.
პროგრამის შესახებ: „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა საქართველოში" [PITA] აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამაა, რომელსაც ახორციელებს „საქართველოს გაეროს ასოციაცია". პროგრამის მცირე გრანტების მექანიზმი მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობას, ტოლერანტობის კულტურის გაძლიერებას და სამოქალაქო აქტივიზმის წახალისებას.