ამერიკის საელჩო საქართველოში აცხადებს დემოკრატიის კომისიის მცირე საგრანტო პროგრამას, საქართველოში მოღვაწე არამომგებიანი, არასამთავრობო, მედია და საგანმანათლებლო ორგანიზაციებისთვის. პროექტები უნდა მიემართებოდეს შემდეგ მიმართულებებს: ეკონომიკური ზრდა, ანგარიშვალდებული და პასუხისმგებლიანი მმართველობა, კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი მედიის განვითარება უფრო ინფორმირებული და ჩართული სამოქალაქო საზოგადოებისთვის, სამოქალაქო ჩართულობა.
წყარო: ge.usembassy.gov