en
ge

ათასწლეულის გამოწვევის კონკურსი

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ამერიკის საელჩო საქართველოში
  • დაწყების თარიღი: 13.12.2018
  • ბოლო ვადა: 20.12.2018
  • ბმული: https://www.facebook.com/usingeo/posts/10156841799227954
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო აცხადებს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს სკოლის მოსწავლეებისთვის.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მიზანია, ეროვნული კონკურსის საშუალებით, გამოავლინოს საშუალო სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი სამი საუკეთესო გუნდი, რომლებიც წარმოადგენენ ინოვაციურ პროექტებს ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებებში.
პროექტში მონაწილე მოსწავლე დაბადებული უნდა იყოს 2000 წლის 2 აპრილიდან - 2006 წლის 1 აპრილის ჩათვლით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია გუნდურად; გუნდში წევრების მინიმალური რაოდენობაა ორი, ხოლო მაქსიმალური - ხუთი.
პირველ ადგილზე გასული გუნდი 2019 წლის გაზაფხულზე, გაემგზავრება NASA-ში, აშშ-ში და მონაწილეობას მიიღებს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის პროგრამაში. მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცემათ პრიზები, ხოლო პროექტის მონაწილე ყველა ნახევარფინალისტი გუნდი მიიღებს კონკურსში მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში