en
ge

კონკურსი: საზოგადოებრივი ორგანიზაციები ირჩევენ ცენტრალური მედიის საუკეთესო ჟურნალისტს

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში ატარებს კონკურსს „ჟურნალისტები სოციალური ცვლილებებისთვის".

კონკურსის მიზანია საქართველოს მასშტაბით გამოვავლინოთ ის ჟურნალისტები, რომლებიც რეგულარულად და კომპეტენტურად აშუქებენ სამოქალაქო საზოგადოებას, მის წინაშე არსებულ გამოწვევებს, განვითარების შესაძლებლობებს და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობას. ამასთანავე, თავიანთ საქმიანობაში ეყრდნობიან სამოქალაქო საზოგადოების ძირითად ფასეულობებს (ადამიანის უფლებები, მათ შორის უმცირესობათა უფლებები, სოციალური სამართლიანობა, ადამიანის ღირსების პატივისცემა, სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა და კანონის უზენაესობა), იცავენ ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებს.

„სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი" რეგიონული ჰაბების დახმარებით ჩაატარებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამოკითხვას, გამარჯვებული ჟურნალისტების გამოსავლენად.

საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, საქართველოს ყველა რეგიონში, ექნება შესაძლებლობა, მათი რეგიონისა და ცენტრალური მედიის თითო გამორჩეული წარმომადგენელი დაასახელონ. თბილისში არსებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები მონაწილეობენ მხოლოდ ცენტრალური მედიის ჟურნალისტის შერჩევაში.

აპლიკაცია....