აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD) იწყებს აპლიკაციების მიღებას გორის, ქუთაისისა და ბათუმის დემოკრატიის სკოლებში. დემოკრატიის სკოლა წარმოადგენს ინტენსიურ საგანმანათლებლო პროგრამას, თანამედროვე პოლიტიკის, ქალაქების განვითარებისა და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეებისთვის 18 წლიდან. დემოკრატიის სკოლების მიზანია ახალი თაობის პოლიტიკური ლიდერების გაძლიერება, განათლება და მხარდაჭერა. პროგრამა მოიცავს 5 საათიან ტრენინგებს კვირაში ორჯერ, 2019 წლის თებერვლიდან ივნისის ჩათვლით. პროგრამაში მონაწილეობა უფასოა.
წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში