en
ge

ახალგაზრდა ნოვატორების კონკურსი 2013

ახალგაზრდა ნოვატორების კონკურსი 2013 აცხადებს კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთა განაცხადების მიღებას. ახალგაზრდა ნოვატორების კონკურსი ეძებს ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით წვლილს შეიტანენ ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში. მონაწილეობის მიღება შუეძლიათ 18–დან 26 წლამდე ახალგაზრდებს.