გაეროს დემოკრატიის ფონდი აცხადებს მე-13 საგრანტო კონკურსს დემოკრატიის განვითარების მხარდასაჭერად. ფონდის პროექტები აძლიერებს სამოქალაქო საზოგადოებას, იცავს ადამიანის უფლებებს და ხელს უწყობს ყველა ჯგუფის მონაწილეობას დემოკრატიულ პროცესებში. საგრანტო პროექტები უნდა მიემართებოდეს ერთ ან ერთზე მეტ მთავარ თემას: გენდერული თანასწორობა, მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებები, ახალგაზრდების ჩართულობა, სამოქალაქო საზოგადოების ინტერაქციის გაძლიერება მთავრობასთან, მედიის და ინფორმაციის თავისუფლება, საარჩევნო პროცესები...
წყარო: www2.fundsforngos.org