"ევროკავშირი საქართველოსთვის" და რადიო "თავისუფლება" აცხადებენ 3-წუთიანი ფილმების ერთობლივ კონკურსს.
კონკურსის მიზანია, გაძლიერდეს საზოგადოების მხარდაჭერა გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით. ამ პროცესში ძალზედ მნიშვნელოვანია კონცეპტუალური შემოქმედებითი მასალის შექმნა და გავრცელება. მედიაში, სოციალურ ქსელებსა თუ საზოგადოებაში უნდა ამაღლდეს ცნობიერების დონე გენდერული უთანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის გამომწვევი ძირითადი მიზეზებისა და იმ პრობლემების შესახებ, რომლებსაც ადამიანები მსგავსი შემთხვევების დროს აწყდებიან. რა სირთულეები ხვდებათ ძალადობის მსხვერპლებს და რა შესაძლებლობები არსებობს მათი წარმატებული სოციალური ინტეგრაციისათვის.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, ნებისმიერი ასაკის პროფესიონალ და მოყვარულ რეჟისორებს.
წყარო: რადიო "თავისუფლების" ვებგვერდი