en
ge

კარლ ფრიდრიხ გორდელერის კოლეჯის დემოკრატიული მმართველობის პროგრამა

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: გამოცხადდა კარლ ფრიდრიხ გორდელერის კოლეჯი
  • დაწყების თარიღი: 25.12.2018
  • ბოლო ვადა: 18.01.2019
  • ბმული: https://www.facebook.com/Goerdeler.Kolleg/
გამოცხადდა კარლ ფრიდრიხ გორდელერის კოლეჯის დემოკრატიული მმართველობის პროგრამის 2019/2020 წლის კონკურსი. კოლეჯი დასაქმებული მონაწილის სამსახურის საქმიანობის პარალელურად მიმდინარეობს და მთლიანად გერმანულენოვანია. მასში მონაწილეობას იღებენ ახალგაზრდა ლიდერები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, მოლდოვადან, რუსეთიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან.
კარლ ფრიდრიხ გორდელერის კოლეჯის დემოკრატიული მმართველობის პროგრამა ერთი წლის განმავლობაში გრძელდება და განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორში პასუხისმგებლობით აღსავსე და საყოველთაო კეთილდღეობისადმი მიმართული გარემოს შექმნა მნიშვნელოვანია. ერთი წლის განმავლობაში მონაწილეები სამ სემინარში მიიღებენ მონაწილეობას და თავიანთ სამშობლოში დემოკრატიული მმართველობის საკუთარ პროექტს განახორციელებენ. გორდელერის კოლეჯი რობერტ ბოშის ფონდის პროგრამაა, რომელიც გერმანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოებასთან (DGAP) ერთად ხორციელდება. პროფესორი გუნთერ ფერჰოიგენი, წარსულში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი უკვე რამდენიმე წელია პროგრამის დირექტორია.
რას სთავაზობს პროგრამა მონაწილეებს:
• აკადემიურ და პრაქტიკაზე ორიენტირებულ კვალიფიკაციის ამაღლების საშუალებას თემებზე: დემოკრატიული მმართველობა, სექტორებს შორის თანამშრომლობა და ინოვაციების მენეჯმენტი
• ექსკლუზიური კავშირები დაწესებულებებთან საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორებიდან
• საერთაშორისო კონტაქტები და გამოცდილების გაცვლა სხვა ლიდერებთან
• ტრენინგები საკუთარი მმართველობითი და ინოვაციური პროექტების მენეჯმენტის კომპეტენციების ასამაღლებლად
• გამოცდილი პროექტ-მენეჯერის დახმარებით განახორციელებენ საკუთარ პროექტს სამშობლოში დემოკრატიული მმართველობის მიმართულებით
სემინარები მიმდინარეობს გერმანულ ენაზე. მონაწილეობა უფასოა.
პროგრამის მიმდინარეობის პერიოდი: 2019 წლის აგვისტო - 2020 წლის აგვისტო
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ლიდერებსა და მომავალ ლიდერებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, მოლდოვადან, რუსეთიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან. მათ უნდა ჰქონდეთ რამდენიმეწლიანი გამოცდილება პასუხისმგებლობის შემცველ პოზიციაზე, ინოვაციური პროექტის იდეა და გამართულად უნდა საუბრობდნენ გერმანულად.
წყარო: www.goerdeler-kolleg.de