ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი ევროკავშირის და ნორვეგიის საგარეო
საქმეთა სამინისტროს ფინანსური დახმარებით ახორციელებს რეგიონალურ პროექტს
"კოალიცია ნდობისათვის” სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში - საქართველო, სომხეთი
და აზერბაიჯანი; ასევე კონფლიქტურ რეგიონებში - აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი
და მთიანი ყარაბახი. საქართველოში აღნიშნული პროექტის ადგილობრივი
პარტნიორი ორგანიზაციები არიან „ადამიანის უფლებათა ცენტრი" და
„მრავალეროვანი საქართველო." სამწლიანი პროექტის ფარგლებში იგეგმება
სემინარების ჩატარება 2013-2014 წლებში სხვადასხვა მიზნობრივი
ჯგუფებისათვის - სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები - სულ
6 სემინარი. შერჩეული კანდიდატები ვალდებულები იქნებიან, სრულად დაესწრონ ორი წლის განმავლობაში გამართულ ყველა სემინარს. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სხვადასხვა შეხვედრები, სასწავლო ტურები, საჯარო დისკუსიები და ტელე-დებატები.
სემინარების პირველი ციკლი, სამი მიზნობრივი ჯგუფისათვის, იმართება 2013
წლის ივნისში, თბილისში. თითოეული სამიზნე ჯგუფისთვის განკუთვნილი
სემინარის ხანგრძლივობა 3 დღეა. სემინარებს ჩაატარებენ ქართველი
ექსპერტები. სემინარების სამუშაო ენაა რუსული და/ან ქართული.
მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა ქართულ ან რუსულ ენაზე და გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: coalitionfortrust@gmail.com; აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადაა 12 მაისი, 2013 წ.
წყარო:media.ge