en
ge

მიუნხენში ახალგაზრდა პუბლიცისტების მხარდაჭერის ინსტიტუტის სამკვირიანი საზაფხულო აკადემია

ახალგაზრდა, გერმანულად მოსაუბრე ჟურნალისტებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან აქვთ საშუალება, 2019 წლის 14 ივლისიდან 2 აგვისტომდე, მონაწილეობა მიიღონ მიუნხენში ახალგაზრდა პუბლიცისტების მხარდაჭერის ინსტიტუტის (ifp – Institut für Förderung publizistischen Nachwuchses) სამკვირიან საზაფხულო აკადემიაში.
აკადემიის „Ostkurs 2019"-ის პროგრამაში, კლასიკური ჟურნალისტური ჟანრების გარდა (ახალი ამბები, რეპორტაჟი, ინტერვიუ), იქნება, ასევე, ინფორმაციის ონლაინ მოძიება, ონლაინ ვერიფიკაცია და მობილური რეპორტაჟები.
სემინარის მესამე კვირას ჟურნალისტების სკოლის სატელევიზიო სტუდიაში ინტერვიუს ტრენინგი ჩატარდება.
წყარო: საელჩოს გვერდი სოციალურ ქსელში