en
ge

სემინარები სტუდენტ., სამოქ. აქტივისტებისა და ჟურნალისტებისთვის

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 27.04.2013
  • ბოლო ვადა: 12.05.2013
  • ბმული: http://jobs.ge/57159/
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი, ევროკავშირის და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური დახმარებით, ახორციელებს რეგიონულ პროექტს "კოალიცია ნდობისათვის" სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში - საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი; ასევე, კონფლიქტურ რეგიონებში - აფხაზეთი, ე.წ. სამხრეთ ოსეთი და მთიანი ყარაბახი. საქართველოში აღნიშნული პროექტის ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციები არიან "ადამიანის უფლებათა ცენტრი" და "მრავალეროვანი საქართველო." სამწლიანი პროექტის ფარგლებში იგეგმება სემინარების ჩატარება 2013-2014 წლებში სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისათვის - სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები - სულ 6 სემინარი. შერჩეული კანდიდატები ვალდებულები იქნებიან, სრულად დაესწრონ ორი წლის განმავლობაში გამართულ ყველა სემინარს. პროექტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია სხვადასხვა შეხვედრები, სასწავლო ტურები, საჯარო დისკუსიები და ტელე-დებატები.
სემინარების პირველი ციკლი, სამი მიზნობრივი ჯგუფისათვის, იმართება 2013 წლის ივნისში თბილისში. თითოეული სამიზნე ჯგუფისთვის განკუთვნილი სემინარის ხანგრძლივობა 3 დღეა. სემინარებს ჩაატარებენ ქართველი ექსპერტები. სემინარების სამუშაო ენაა რუსული და/ან ქართული.
მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა ქართულ ან რუსულ ენაზე და გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: coalitionfortrust@gmail.com
აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადაა 12 მაისი, 2013 წ.
წყარო: jobs.ge