en
ge

ინგლისური ენის სასწავლო კურსები

2018 წელს თსს აკადემიის პროექტმა UpStart გაიმარჯვა ბრიტანეთის საბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში Creative Spark. პროექტი სამეწარმეო განათლების თსს აკადემიის პროგრამებში ინტეგრირებასა და შემოქმედებითი ინკუბატორის დაფუძნებას გულისხმობს. პროექტის პარტნიორები არიან ორგანიზაციები Creative Advantage (დიდი ბრიტანეთი); Creative Georgia (საქართველო); Creative Solution (საქართველო).
პროექტის ფარგლებში თსს აკადემია ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით გთავაზობთ ინგლისური ენის ცოდნის გასაუმჯობესებელ ორ სასწავლო კურსს. კურსები თსს აკადემიის სტუდენტებისთვის, კურსდამთავრებულებისთვის და პერსონალისთვის სრულიად უფასოა და წარმოადგენს პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი" – სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის - ნაწილს. კურსი სრულიად ფინანსდება ბრიტანეთის საბჭოს მიერ.
წყარო: art.edu.ge