en
ge

ქართულ-ნორვეგიული საზაფხულო სკოლა ეთნოლოგიის მიმართულების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის

ბერგენის უნივერსიტეტის (ნორვეგია) ანთროპოლოგიის ინსტიტუტი, თსუ ეთნოლოგიის ინსტიტუტთან თანამშრომლობით, გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოთ საზაფხულო სკოლაში. ორკვირიანი კურსის განმავლობაში თსუ-სა და ბერგენის უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ანთროპოლოგიური კვლევის ძირითად მეთოდებს, ვიზუალური ანთროპოლოგიის საკითხებს და ასევე, შეიძინონ საველე კვლევის პრაქტიკული გამოცდილება.
წყარო: უნივერსიტეტის ვებგვერდი