ინოვაციური განათლების ფონდი, საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით და ჯეოლაბთან თანამშრომლობით იწყებს საგანმანათლებლო პროექტს საქართველოს რეგიონებში მცხოვრები 18-35 წლის ქალებისთვის.
ვებ პროგრამირებისა და სოციალური მედიის ტრენინგები ქალებისთვის დასავლეთ საქართველოში.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას და შესაბამისად, საშუალება მისცეს მათ მიიღონ ის უნარ-ჩვევები და გამოცდილება, რაც დასაქმებასა და საკუთარი საქმიანობის წამოწყებაში დაეხმარებათ.
პროექტის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ვებ-გვერდის შექმნისა და სოციალური მედია მარკეტინგის პრაქტიკულ საბაზისო უნარებს.
წყარო: jobs.ge