en
ge

ტრენინგი „სამოქალაქო აქტივიზმი და რეგიონული განვითარების ადვოკატირება“

ბათუმში, 9-10 თებერვალს, მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) კურსდამთავრებულთა საგრანტო პროექტის „ახალგაზრდები რეგიონული განვითარებისთვის" ფარგლებში, ჩატარდება ტრენინგი „სამოქალაქო აქტივიზმი და რეგიონული განვითარების ადვოკატირება". FLEX პროგრამა დაფინანსებულია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და მას ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები. ტრენინგი განკუთვნილია აჭარის რეგიონში მცხოვრები 16-დან 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის.
წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში