en
ge

სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში

"სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში 2019-2020" გახლავთ ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც ხორციელდება საფრანგეთის მთავრობისა და განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის 2015 წლის პირველ დეკემბერს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, საფრანგეთის მთავრობის, კამპუს ფრანსისა და განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ.
"სამაგისტრო სტიპენდიები 2019-2020" ქართველ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს საფრანგეთში მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად სრული დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას (ფრანგულ ან ინგლისურენოვან პროგრამებზე).
პროგრამის დასრულების შემდგომ დიპლომირებული მოქალაქეები დაბრუნდებიან საქართველოში და იმუშავებენ საქართველოში სამი წლის განმავლობაში.
პროგრამით მხარდაჭერილი პრიორიტეტული მიმართულებები გახლავთ:
- სოფლის მეურნეობა
- განათლება
- ინჟინერია
- ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
- სოციალური მეცნიერებები
- ჰუმანიტარული მეცნიერებები
- სამართალი
- არქიტექტურა
- საჯარო მართვა
- მენეჯმენტი
წყარო: საფრანგეთის საელჩო საქართველოში