en
ge

კონკურსი სახვითი ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისთვის

ბავშვის უფლებების საერთაშორისო კონვენცია ხაზს უსვამს ბავშვის სულიერი და კულტურული აღზრდისა და მხატვრული გამოსახვის უნარების განვითარების მნიშვნელობას. სწორედ კონვენციის ამ პრინციპებზე დაყრდნობით გაჩნდა სახვითი ხელოვნების საერთაშორისო გამოფენის ჩატარების იდეა, რომელიც ბავშვებსა და მოზარდებს (18 წლამდე) საკუთარი კრეატიულობის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობას აძლევს.
გამოფენაზე მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ საკუთარი ნამუშევრის (ნახატის, ფოტოსურათის, ვიდეომასალისა თუ ინსტალაციის) გაგზავნა 2019 წლის 2 აპრილამდე, მალაგუტის ფონდში (მის: Fondazione Malagutti, ვია დეი ტოსკანი 8 – 46010 კურტატონე, იტალია), რომლის საქმიანობა მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისაკენ.
წყარო:იტალიის საელჩო საქართველოში