მწერალთა სახლი აცხადებს კონკურსს მოსწავლეებისთვის ლიტერატურისა და შემოქმედებითი წერის სახელოსნოში მისაღებად.
სახელოსნოში მიიღებიან 13-15 წლის მოზარდები, რომელთაც აინტერესებთ და უყვართ მხატვრული ლიტერატურა.
სახელოსნოს გაუძღვებიან მწერალი და დრამატურგი, პრემია „საბას" ლაურეატი დავით გაბუნია და პოეტი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თორნიკე ჭელიძე.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი