სათემო განვითარების ცენტრი კახეთის რეგიონში (სიღნაღისა და
თელავის მუნიციპალიტეტებში) გერმანული ორგანიზაცია "პური მსოფლიოს"
(BfdW) ფინანსური მხარდაჭერით ახალი, ორწლიანი პროგრამის განხორციელებას
იწყებს. პროგრამა "სათემო ინიციატივების განვითარების ხელშეწყობა კახეთის
რეგიონში" მიზნად ისახავს ადგილობრივი თემის, საზოგადოების გააქტიურებას
და განვითარების პროცესებში მეტი ჩართულობის სტიმულირებას
კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით. პროგრამა ითვალისწინებს
სიღნაღის და თელავის მუნიციპალიტეტში მოქმედი საზოგადოებრივი და სათემო
ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარებას კონსულტაციების, ტრენინგების,
მცირე საგრანტო პროგრამების შეთავაზების გზით.
პროგრამის ადგილობრივი პარტნიორების შერჩევის მიზნით, სათემო განვითარების ცენტრი აცხადებს კონკურსს კახეთის რეგიონის (თელავის და სიღნაღის მუნიციპალიტეტები) ადგილობრივი სათემო/საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის.
წყარო:jobs.ge