en
ge

ტრეინინგ-კურსი - პროექტების წერა და ფონდების მოძიების უნარების განვითარება, გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით

2019 წლის 6-9 მარტს ქალაქ რუსთავში დაგეგმილია ტრეინინგ კურსი თემაზე  - ,,პროექტების წერისა და ფონდების მოძიების უნარების განვითარება გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით’’. ღონისძიება გაიმართება ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსური მხარდაჭერით, ორგანიზაცია ,,სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრის’’ ორგანიზებით, პროექტის ,,შესაძლებლობების განვითარების პროგრამა გარემოსდაცვით საკითხებზე მდგრადი რეგიონალური განვითარების ხელშეწყობის მიზნით’’ ფარგლებში. სემინარს წარუძღვებიან მოწვეული ექსპერტები სლოვაკეთიდან, უკრაინიდან და სომხეთიდან. ასევე ქართველი ტრენერი. ღონისძიებაზე უზრუნველყოფილი იქნება თარგმანი ინგლსიურიდან ქართულ ენაზე.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში