საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს საბუთების მიღებას დებატების ტურნირში მონაწილეობის მისაღებად.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EMWI) ფინანსური მხარდაჭერით, რომლის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. თემის ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების განვითარება, ორატორული უნარ-ჩვევების გამომუშავება და კამათის ხელოვნების დახვეწა. ამასთანავე თემში სოციალური დიალოგის წარმართვა.
პროექტის ფარგლებში შერჩეული ახალგაზრდები გაივლიან სწავლებას/მოკლე კურსს დებატების ხელოვნების, აქტიური მოქალაქეობისა და თვითმმართველობის აქტუალურ საკითხებზე.
ტურნირის დასასრულს ახალგაზრდებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები. ასევე გამოვლინდებიან საუკეთესო მომხსენებლები.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი