en
ge

საგრანტო კონკურსი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდასაჭერად

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
  • დაწყების თარიღი: 16.02.2019
  • ბოლო ვადა: 28.02.2019
  • ბმული: https://www.facebook.com/16100.ge/posts/2595756047164111
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია აცხადებს საგრანტო კონკურსს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდასაჭერად.
პროექტი მიზნად ისახავს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, ქალების, მათ შორის სოფლად მცხოვრები და სიღარიბის რისკის ქვეშ მყოფი ქალების მხარდაჭერას. პროექტი განხორციელდება 2019-2020 წწ-ში. პროექტი დაფინანსებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ.
პროექტის ფარგლებში შეირჩევა კიდევ 50 ქალი ბენეფიციარი, რომელიც გადამზადდება და გაივლის შესაბამის ტრენინგებს ცოდნისა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად. მიმდინარე წლის ბოლოს შიდა კომისიის მიერ შერჩეული 25 ბენეფიციარი მიიღებს გრანტს ბიზნესის გაფართოების მიზნით.
წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში