"სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრისა" და სამოქალაქო პლატფორმა "ახალი საქართველოს" ერთობლივი ორგანიზებით 2019 წლის მარტი, აპრილის თვეში გაიმართება სასწავლო სასერტიფიკატო კურსი - "საჯარო მმართველობა და სამოქალაქო აქტივიზმი".
სასერტიფიკატო კურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს. სასერტიფიკატო კურსის მიზანია მსმენელებმა საჯარო მმართველობის, სამოქალაქო აქტივიზმისა და სხვა მათთვის საინტერესო თემების შესახებ მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა.
კურსის ფარგლებში მონაწილეები შეხვდებიან მოქმედ პოლიტიკოსებს, იურისტებს, ჟურნალისტებს.
წყარო: jobs.ge