en
ge

პრაქტიკოსი სოციალური მუშაკი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: ფონდი "თაობა"
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 05.05.2013
  • ბმული: http://www.facebook.com/fonditaoba
ფონდი „თაობა" წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციის „კოალიცია შინმოვლა საქართველოში" ერთ-ერთ დამფუძნებელსა და პარტნიორ წევრს. იგი 2008 წლიდან მონაწილეობს კოალიციური პროექტების განხორციელებაში, რომელთა მიზანია საქართველოში შინმოვლის ინსტიტუციური განვითარება.
მიმდინარე კოალიციური პროექტის ფარგლებში გრძელდება შინმოვლის სერვისის პილოტირება ბენეფიციართათვის სერვისის უშუალო მიწოდების გზით პარტნიორი ორგანიზაციების მიერ. ესენი არიან: ფონდი "თაობა", კავშირი "ადამიანი და ბუნება", კავშირი "ონკოპრევენციის ცენტრი", ასოციაცია "გენეზისი".
პროექტის ბენეფიციარებს წარმოადგენენ სოციალურად დაუცველი პირები (სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობა), რომელთაც ხანდაზმულობისა და ჯანმრთელობის სხვადასხვა მდგომარეობების გამო შეზღუდული აქვთ გადაადგილებისა და თავის მოვლის უნარი და საჭიროებენ ზრუნვას; ასევე, მათი ოჯახის წევრები. პროექტის ფარგლებში ბენეფიციარებს მიეწოდებათ სერვისი მრავალდარგობრივი გუნდის მიერ, რომელიც შედგება შინმოვლის გუნდის კოორდინატორის, ექიმის, პრაქტიკოსი სოც. მუშაკის, ტექნიკური და საყოფაცხოვრებო ასისტენტებისგან.
კოალიციის ქვე-პროექტის ფარგლებში ფონდი „თაობა" აცხადებს ვაკანსიას პრაქტიკოსი სოციალური მუშაკის თანამდებობაზე თბილისსა და გორში.
თბილისი: 0,75 განაკვეთი
გორი: 0,5 განაკვეთი
სამუშაოს დაწყების თარიღი: 15 მაისი, 2013
სამუშაოს აღწერილობა:
ანგარიშვალდებულება:
  • თაობის შინმოვლის გუნდის კოორდინატორი: თემატური
  • თაობის პროექტის კოორდინატორი: ადმინისტრაციული
  • კოალიციის სოციალური მუშაობის ზედამხედველი: თემატური
ბენეფიციართან ურთიერთობა:
  • ბენეფიციარის ბინაზე ვიზიტის განხორციელება, ინტერვიუ და მოკრებილი ინფორმაციის ანალიზი, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • ბენეფიციარის საჭიროებების განსაზღვრა, პრობლემის იდენტიფიცირება, პრობლემის მოგვარებაში დახმარების გაწევა, ბენეფიციარის შეძლებისდაგვარად სრული ჩართულობის გზით;
  • ინფორმაციის მოძიება, პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების ინფორმირება/განათლება მათი უფლებებისა და ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ, მათი დაკავშირება ამ სერვისებთან;
  • ბენეფიციარისა და მისი ოჯახის პირადი ცხოვრების და გადაწყვეტილებების პატივისცემა, კონფიდენციალობის დაცვა.
შინმოვლის გუნდი:
  • შინმოვლის გუნდის კვირეულ საკოორდინაციო შეხვედრებზე დასწრება, მონაწილეობის მიღება, ბენეფიციარის ირგვლივ მოკრებილი ინფორმაციის გაზიარება გუნდის წევრებისთვის;
  • შინმოვლის გუნდის საკოორდინაციო სხდომის ოქმის შედგენა დადგენილი ფორმატის მიხედვით;
  • შინმოვლის გუნდთან კოორდინირებული მუშაობა, ანგარიშგება კვირის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს ირგვლივ;
  • სერვისის მიწოდებისას წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიცირება, განხილვა და მართვა. გარე ურთიერთობები:
  • კონტაქტების დამყარება სხვადასხვა ოფიციალურ უწყებებთან ბენეფიციარის პრობლემის გადასაჭრელად საჭირო ინფორმაციის მოძიების მიზნით;
  • საჭიროების შემთხვევაში მათთან ვიზიტის განხორციელება, მოლაპარაკებების წარმოება და ბენეფიციარის ინტერესის დაცვა.
ორგანიზაციული:
  • შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • კვირეული ანგარიშების მომზადება შინმოვლის გუნდისთვის;
  • თვეში ერთხელ შესრულებული სამუშაოს ირგვლივ ანგარიშის მომზადება კოალიციის სოც. მუშაობის ზედამხედველისთვის.
განათლება:
  • უმაღლესი განათლება/პროფესიული მზადება სოციალურ მუშაობაში.
ცოდნა:
  • პროფესიული ეთიკის კოდექსი;
  • სამუშაო ინგლისური ენა;
  • კომპიუტერი (MS Word, MS Excel, Internet search).
უნარ-ჩვევები:
კომუნიკაციის უნარი (ემპათიური მოსმენა, ანალიზი);
მოლაპარაკებების წარმოება და კონფლიქტის მართვის უნარი; - გუნდური მუშაობის უნარი;
ანგარიშების მომზადების უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ ავტობიოგრაფია (CV) საკონტაქტო ინფორმაციით სარეკომენდაციო წერილთან ერთად ა.წ. 5 მაისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: chc-georgia@hotmail.com
ორგანიზაცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება შერჩეულ კანდიდატებს.
წყარო: ფონდ "თაობას" გვერდი სოციალურ ქსელში